„მინისტრის საათი“ პარლამენტში

„მინისტრის საათის“ ფორმატში, დეპუტატები დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მოუსმენენ. თეა ახვლედიანი უკვე საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. ის მუშაობის ანგარიშს წარადგენს, შემდეგ კი სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.