მინისტრის საათი პარლამენტში

15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ სკოლებში უსაფრთხოების კუთხით რეგულაციები მკაცრდება.

განათლების სამინისტრო უახლოეს დღეებში წარმოადგენს ხედვას, სადაც გაიწერება, თუ რა პრევენციული ზომების მიღებას აპირებს უწყება სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოების უფრო მეტად დასაცავად. კონტროლის გამკაცრება შეეხევბა კერძო სკოლებსაც, სადაც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება იგეგმება. სწორედ არასრულწლოვნის გარდაცვალების საქმეზე დაისვა ყველაზე მეტი კითხვა პარლამენტში, სადაც განათლებს მინისტრს უსმენდნენ. დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ, მოსალოდნელია თუ არა განათლების სამინისტროდან სპორტის და კულტურის მიმართულებების გამოყოფა. ამ წუთებში ტრიბუნასთან ეკონომიკის მინისტრი დგას. სასაუბრო თემები ინვესტიციები, ლარის კურსი და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებია.

თეონა მანაგაძე დეტალებით.

დატოვე კომენტარი