მინისტრის საათი პარლამენტში 

პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრს მოუსმინა.

ქეთევან ციხელაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან საოკუპაციო პოლიტიკის მძიმე შედეგებზე ისაუბრა და დე-ფაქტო რეჟიმს ახალგორის მიმართულებით შეწყვეტილი მიმოსვლის აღდგენისკენ მოუწოდა. მინისტრმა მავთულხლართების მიღმა მცხოვრებ ოჯახებსაც მიმართა და კიდევ ერთხელ შეახსენა ის სიკეთეები, რომლებსაც მთავრობის მიერ შემუშავებული სამშვიდობო ინიციატივა ითვალისწინებს. სამომავლო გეგმებზე საუბრის დროს მთავრობის წევრმა ერთ-ერთ მთავარ ამოცანად გალში 2018 წლიდან დე-ფაქტო რეჟიმის გამო შეწყვეტილი შეხვედრების ფორმატის აღდგენა დაასახელა.