გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თბილისის ახალ გახსნილ შენობაში სამუშაო პროცესს გაეცნო.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა მინისტრს ინფრასტრუქტურული და ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების შედეგად, გაუმჯობესებული სამუშაო პროცესი გააცნო. როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ლაბორატორიული ქსელის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა უწყვეტი პროცესია. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა აგროწარმოების ყველა ეტაპზე დროული და ზუსტი დიაგნოსტირების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ახლადგახსნილ შენობაში, დამატებით მოწყობილი სამუშაო სივრცეები მნიშვნელოვნად აძლიერებს სურსათის უვნებლობის მიმართულებით კვლევის შესაძლებლობებს.