მამუკა ბახტაძე - "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" გაფართოვდება და მასში აუცილებლად მოხვდება ყველა ჯალათი

ოთხოზორია-ტატნუაშვილის სიასთან” დაკავშირებით განცხადებები გააკეთეს მინისტრებმაც.

ბუნებრივია, ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში აუცილებლად მოხვდება ყველა ჯალათი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, პირველ ეტაპზე, სიაში 33 ადამიანია, თუმცა, სია გაფართოვდება. „მინდა, გითხრათ, რომ 33-ვე ადამიანს ბრალი ედება უმძიმეს დანაშაულებში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ამავე დროს, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ეს არის სია, რომელიც აუცილებლად გაფართოვდება. სამართალდამცავი ორგანოები 24 საათი მუშაობენ ამ თემაზე, არამხოლოდ უშუალო შემსრულებლები, არამედ ის ადამიანები, რომლებმაც მათ ხელი დააფარეს, ისინიც მოხვდებიან ამ სიაში. მინდა, ყველას შეგახსენოთ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ გადადგა ამ მიმართულებით. ბუნებრივია, ეს სია გაფართოვდება, დაიხვეწება და მასში ყველა ჯალათი აუცილებლად მოხვდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.