მინისტრების ორმხრივი შეხვედრები ბრატისლავაში
საქართველოს განათლების მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა სლოვაკეთის, უკრაინის, თურქეთის, ხორვატიისა და ყირგიზეთის განათლების მინისტრებთან. გივი მიქანაძემ კოლეგებთან თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილა. ყურადღება გამახვილდა განათლების სისტემების განვითარების პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის, PISA-ს კვლევის შედეგების როლსა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე.
მინისტრების ორმხრივი შეხვედრები სლოვაკეთის დედაქალაქში, PISA 2025-ის შედეგების ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონული პრეზენტაციის ფარგლებში გაიმართა.