მინისტრების ერთობლივი ბრიფინგი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით, სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობაზე. საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხაზი გაუსვეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას და მისი შემდგომი განვითარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის მინისტრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.