მინისტრების დაბარება

ე.წ სააფთიაქო ნარკომანიის საქმესთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ პარლამენტში ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს იბარებს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთან ერთად საუბარი იყო უწყებაში არსებულ კორუფციასა და უკანონო გარიგებებზე, რაც გასულ კვირას განვითარებულმა მოვლენებმა და გია თვალავაძის დაკავებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ნადირაშვილის თქმით, მინისტრებს უახლოეს დღეებში მათთვის მოსახერხებელ გრაფიკს შესთავაზებენ.

მინისტრების პარლამენტში დაბარებას ეხმაურება აუმრავლესობა. მათი პოზიციით, პარლამენტში მინისტრების დაბარება ნაადრევია.