მინისტერიალი ლუქსემბურგში

რა მომავალი აქვს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები ლუქსემბურგში არიან შეკრებილები და ერთად განიხილავენ, როგორც სრულდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ბოლო სამიტზე გაცემული რეკომენდაციები და დასახული ამოცანები.

საგარეო საქმეთა მინისტერიალს პროგრამაში ჩართული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრება.

ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალი და იქ გაკეთებული განცხადებები ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ნოემბერში საქართველო-ევროკავშირს შორის ახალი უმაღლესი ფორმატით პირველი შეხვედრა უნდა გაიმართოს.