მინისტერიალი დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე

12:21, 08.05.2026

საქართველომ დემოგრაფიული მდგრადობის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ჩრდილოეთ მაკედონიაში ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრი დაესწრო. მონაწილეებს მიმართა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ. მთავარი თემა დემოგრაფიული ცვლილებების პირობებში მდგრადი და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერება იყო. მიხეილ სარჯველაძემ პანელურ დისკუსიაზე ამ მიმართულებებით საქართველოს გამოცდილებასა და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს დაბალ შობადობაზე, დემოგრაფიულ დაბერებაზე, მიგრაციაზე, შრომითი ბაზრის ცვლილებებისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაზე.

მსგავსი