მინისტერიალი ბრიუსელში

საქართველოს ვიცე-პრემიერი აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. მინისტერიალი ბრიუსელში ხვალ გაიმართება და ის პარტნიორობის განვითარების საკითხს დაეთმობა. დავით ზალკალიანი კოლეგებთან საინვესტიციო გეგმაზე, ევროკავშირთან საქართველოს კავშირის გაძლიერებაზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს. მინისტერიალის პარალელურად გაიმართება პირისპირ შეხვედრებიც. რა მოლოდინები აქვს ქართულ მხარეს, ანა ბროლაძე საუბრობს ბრიუსელიდან.