მინისტერიალი ბრიუსელში

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალი ტარდება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსი წევრის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს უმასპინძლებენ.

მინისტერიალში მონაწილეობას დავით ზალკალიანი მიიღებს. დღის მეორე ნახევარში კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საიუბილეო ვახშამზე დელეგაციების ხელმძღვანელებს უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება.