„მინიმალური ხელფასი - საერთაშორისო გამოცდილება და ქართული პრაქტიკა“

„მინიმალური ხელფასი – საერთაშორისო გამოცდილება და ქართული პრაქტიკა“ – ამ სახელწოდების კონფერენცია იმართება თბილისში. მრგვალი მაგიდის ფორმატში, საქართველოს პროფესიული კავშირი, საკანონმდებლო ორგანოს წევრები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, აღმასრულებელი ხელისუფლება და უცხოელი ექსპერტები ქვეყანაში მინიმალური ხელფასისა და გენდერული მიმართულებით თანაბარი ანაზღაურების საკითხებზე მსჯელობდნენ.

როგორც ცნობილია, სახელფასო მინიმუმი 1999 წელს 20 ლარით განისაზღვრა და მას შემდეგ აღარ შეცვლილა. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, მოქალაქეებს ღირსეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, თუმცა სახელფასო მინიმუმი ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შედეგად უნდა განისაზღვროს.

პროფკავშირების პოზიციით კი, მინიმალური ხელფასის ოდენობა საშუალო ანაზღაურების 30 პროცენტს უნდა შეადგენდეს.