„არა ნარკოტიკს“ – ამ კამპანიის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით მინი ფეხბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
რეგიონების პარალელურად ტურნირები იმართება დედაქალაქის ცხრა რაიონში. გამარჯვებული გუნდი კი, საქართველოს პირველობისთვის იასპარეზებს. მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება.