საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, 2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე, საქართველოს ყველა რეგიონში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც საქართველოს თითოეული მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
ჩემპიონატი 9 ივნისს რუსთავში და გარდაბანში უკვე დაიწყო და ჯამში 300-მდე ადგილობრივმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირები ოლიმპიური სისტემით ტარდება. გუნდები იასპარეზებენ, როგორც მუნიციპალურ, ისე რეგიონულ დონეზე. ჩემპიონატში მონაწილეობა, 18 წლის ასაკიდან ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია. ტურნირის მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება და სპორტის საშუალებით, ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისებაა.