საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონებში მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო. ის საქართველოს მუნიციპალიტეტების მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ტარდება. გუნდები თამაშობენ ჯერ მუნიციპალურ, შემდეგ კი რეგიონულ დონეზე. ამჯერად ჩემპიონატის ფინალი კახეთის რეგიონში ჩატარდა და გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც საქართველოს პირველობისთვის იასპარეზებს. ტურნირში ჯამში 700-ამდე მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება.