მინერალების შესახებ შეთანხმება - აშშ-ს პირობები

რა ეტაპზეა შეთანხმება, რომლის ხელმოწერას საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით ელის.

უკრაინის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ დოკუმენტის წინასწარი ვერსია უკვე არსებობს. სწორედ მის ოფიციალურად გაფორმებაზეა დამოკიდებული აშშ-დან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფა. აშშ-ს საკუთარი პირობები აქვს, რაც სამუშაო ვარიანტში ასახა. ოფიციალური ვაშინგტონის წინადადებებს ახლა კიევში განიხილავენ. რამდენიმე მედია საშუალებისთვის შეთანხმების ვერსია ხელმისაწვდომი ხდება. თუ „ბლუმბერგის“ და „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციას დავეყრდნობით, დოკუმენტი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ამერიკას მინერალური რესურსების მოპოვების მხრივ საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას ანიჭებს. პროექტის მიხედვით, წიაღისეულის მოპოვებიდან მიღებული შემოსავლები ორ ქვეყანას შორის ორად უნდა გაიყოს. უკრაინისთვის დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები და აკრძალვებიც. ოფიციალური ვაშინგტონი შეთანხმების გაფორმებას უახლოეს პერიოდში აანონსებს, თუმცა ფრთხილი მიდგომა აქვს კიევს, რომელიც შეთანხმებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.