მინდვრების გადაწვის მავნე პრაქტიკა

მინდვრების თვითნებურად გადაწვის მავნე პრაქტიკა. ეს შირაქის ველზე ყოველწლიური მოვლენაა.

ფერმერები საკუთარ მიწაზე ხანძარს ნამჯის გასანადგურებლად აჩენენ, რათა მიწის დამუშავება ტექნიკის დაქირავებისა და თანხის დახარჯვის გარეშე შეძლონ.

ხშირად ცეცხლი მეზობელ მიწებზეც ვრცელდება და დიდ ზარალსაც იწვევს. აღნიშნული პრაქტიკა კანონით იკრძალება, თუმცა დაწესებული მინიმალური სანქცია პრობლემის პრევენციას ვერ ახდენს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალ კანონპროექტზე უკვე მუშაობენ.