მინდია გოგოჭურის საქმე

მინდია გოგოჭურს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

გამოძიება პრეზიდენტის სიძეს დანაშაულის დაფარვას და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ გოგოჭური ბრალს არ აღიარებს და დაცვის მხარისთვის გაუგებარია ბრალის ფორმულირება, რომელიც სასამართლოზე გირაოს შეფარდების ალბათობას პრაკქტიკულად აღარ ტოვებს.

შეგახსენებთ, მინდია გოგოჭური მეგობართან ერთად გუშინ თბილისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს. ის პოლიციის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორშია.