მინდია გოგოჭური წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი

რას ედავება გამოძიება საქართველოს პრეზიდენტის სიძეს. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული მინდია გოგოჭური წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

სამართლდამცველებმა ის თანმხლებ პირთან ერთად ნაქირავები ბინიდან აიყვანეს. მასთან ერთად დაკავებული გიორგი რაზმაძე კი ამ დროისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

სპეცოპერაციის დროს ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ჯავშანჟილეტი.

დატოვე კომენტარი