მიმართვა საპენსიო ფონდს

სამოქალაქო მოძრაობის, – „ჯანდაცვისა და სოციალური საკითხები,“ – კოორდინატორი, ვატო სურგულაძე საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს შეხვდა.

შეხვედრაზე, სურგულაძემ სააგეტოს ხელმძღვანელს საპენსიო რეფორმის შესახებ არსებული კითხვები დაუსვა. სამოქალაქო მოძრაობამ საპენსიო სააგენტოს ამ კითხვებზე პასუხისთვის განცხადებითაც მიმართა. ვატო სურგულაძის თქმით, ის კითხვებზე წერილობითი პასუხების დეტალური შესწავლის შემდეგ ისაუბრებს.