მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებას

18:34, 27.01.2025

ჟურნალისტ  მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლები საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ. განცხადებას 311 ჟურნალისტი აწერს ხელს. ხელმომწერები „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვენ. ამაღლობელი უკვე 16 დღეა შიმშილობს. ხელმომწერების განცხადებით, ასეთი პროტესტი ჯანმრთელობის სერიოზული გართულებებით შეიძლება დასრულდეს.

მსგავსი