მიმართვა პროკურატურას

ოკუპირებულ გალში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე, ორგანიზაცია „ემპათია“ საგამოძიებო უწყებებს კიდევ ერთ წერილს უგზავნის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში და პროკურატურაში გაგზავნილ წერილში, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი წერს იმ პირებზე, რომლებიც სავარაუდოდ ნაბაკევის რუსული სამხედრო ბაზას ხელმძღვანელობენ და რომელთა მიმართაც ორგანიზაციის განცხადებით, სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს.

ასევე ცენტრის ხელმძღვანელი კვლავ დღის წესრიგში აყენებს საკითხს, გაფართოვდეს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. რაც შეეხება პირველ წერილს, რომელიც ცენტრმა შსს-ს მისწერა, მასში ორგანიზაცია ითხოვდა რუსული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი პირების დადგენას, თუმცა მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, უწყებიდან პასუხად მხოლოდ ის მიიღეს, რომ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს.