მიმართვა პრემიერ-მინისტრს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პოლიტიკური მოძრაობის „სართული – ახალი თაობის ძალა“ წევრებმა განცხადება გააკეთეს. ისინი პრემიერ-მინისტრს დებატებში იწვევენ და ამბობენ, რომ დიალოგისთვის მზად არიან. მათი თქმით, განათლების რეფორმა აბსურდულია და აქვთ კონკრეტული კითხვები, რომლებზეც პასუხები სჭირდებათ.