მიმართვა მერიას

„ლეიბორისტული პარტია“ 11 აპრილს, ტაქსის მძღოლებთან ერთად, აქციას გამართავს.

ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა თბილისის მერიაში განცხადება შეიტანა. გიორგი გუგავას თქმით, ტაქსის მძღოლებისათვის დაწესებულ ახალ რეგულაციებს აქციის მონაწილეები მსვლელობით გააპროტესტებენ. მსვლელობა აღმაშენებლის ხეივნიდან დაიწყება. საპროტესტო აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან დასრულდება.

ტაქსის მძღოლები ითხოვენ, მერიამ ავტომობილების თეთრად გადაღებვის რეგულაციის ამოქმედება გადაავადოს და მათ მგზავრის აყვანის უფლება ქალაქის ნებისმიერ წერტილში მისცეს.