მიმართვა კულტურის მინისტრს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოთხოვნებს და პირობებს უსამართლოს უწოდებს. მიხეილ გიორგაძის თქმით, თუ წიგნის ცენტრის ხელმძღვანელი მოთხოვნებს არ შეცვლის, ის იძულებული იქნება, გათავისუფლებაზე მისი განცხადება დააკმაყოფილოს. მინისტრი აცხადებს, რომ საზოგადოების ნაწილი საკითხიდან სკანდალის შექმნას და მანიპულირებას ცდილობს. მედეა მეტრეველმა სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით საქართველოს კულტურის მინისტრის სახელზე განცხადება დაწერა. თანამდებობაზე მისი დატოვების თხოვნით კი გიორგაძეს სფეროს 60 წარმომადგენელმა მიმართა. განცხადება გაავრცელა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭომაც, სადაც აღნიშნულია რომ დეა მეტრეველის წასვლა მნიშვნელოვნად შეაფერხებს როგორც ცენტრის მუშაობას, ასევე ფრანქფურტში პროექტის განხორციელებას.

დატოვე კომენტარი