მიმართვა ევროკავშირის წარმომადგენლობას

20 ივნისს დაზარალებული დემონსტრანტების ნაწილმა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობაში წერილი შეიტანა. ისინი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების დოკუმენტის შინაარსს აპროტესტებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ამ დოკუმენტით ცდილობს, აირიდოს 20 ივნისის საქმეზე პასუხისმგებლობა.

ისინი ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართავენ, რომ ამნისტიის ფარგლებში, არ მოხდეს 20 ივნისის მონაწილე პოლიციელებისა და ბრძანების გამცემი პირების გათავისუფლება.