მიმართვა ეთიკის საბჭოს

ეთიკის კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებენ ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობის წევრებს, შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი ზარქუას.

დეპუტატები ეთიკის საბჭოსგან რეაგირებას მოითხოვენ. თამარ კორძაიას განაცხადებით, ეთიკის კოდექსის თანახმად, პარლამენტის წევრი ვალდებულია, დაიცვას ეთიკური სტანდარტები, განსაკუთრებით საკუთარი კოლეგების მიმართ. რაც შეეხება კითხვას – დაარღვია თუ არა ქცევის კოდექსი ნონა მამულაშვილმა მაგიდაზე ასვლით, კორძაია პასუხობს, რომ მისი ქცევა სავსებით ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

დატოვე კომენტარი