მიმართვა ცესკო-ს

კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თანამდებობის დატოვების განცხადებით მიმართა.

როგორც ცესკო-ში განმარტავენ, დავით ფეტვიაშვილის განცხადებას კომისია უახლოეს დღეებში განიხილავს და  შესაბამის გადაწყვეტიელებას მიიღებს. თავად დავით ფეტვიაშვილი „მოამბესთან“ ამბობს, რომ გუშინ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებში მისი სიტყვები კონტექსტიდანაა  ამოგლეჯილი. ფეტვიაშვილი ამტკიცებს, რომ მას სიების დაკომპლექტების თაობაზე საუბარი არავისთან ჰქონია და არ გამორიცხავს ჩანაწერი ფაბრიკაცია იყოს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომელებშიც პარტიის წევრის მტკიცებით, კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე  „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე და მმართველი პარტიის კადრებით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე საუბრობს.