ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას მხარდასაჭერად წერილით მიმართავენ. მათ წერილი აშშ-ის საელჩოში შეიტანეს.
როგორც წერილის ავტორები აცხადებენ, მხარდაჭერას უცხადებენ გიორგი რურუასა და ნიკა მელიას. წერილის ავტორები მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს, დიპლომატიური გზავნილებითა და სხვადასხვა საშუალებით მოახდინოს გავლენა საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე.