ჯერ ისევ გაურკვეველია, გაიგზავნება თუ არა მიხეილ სააკაშვილის სარჩელი სტრასბურგში. ყოფილი პრეზიდენტის დედა ამბობს, რომ პირადად მას ამის დიდი სურვილი აქვს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს. ამის შესახებ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.