პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

ახლადარჩეულ პრეზიდენტს მილოცვას უგზავნის ბელარუსის პრეზიდენტიალექსანდრ ლუკაშენკომ სალომე ზურაბიშვილს ყველა ჩანაფიქრისა და წამოწყების განხორციელება უსურვა. სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიც.

ნიკოლ ფაშინიანი წერს, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა. მილოცვას ავრცელებს დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი სერ ალან დუნკანი, რომელიც მიესალმება ზურაბიშვილის განზრახვას, გააერთიანოს საზოგადოება და დაიცვას დემოკრატიული სტანდარტები. განცხადებებს ასევე ავრცელებენ გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.