მილოცვა სტრატეგიულ პარტნიორს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯო ბაიდენს შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს. დღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე და მადლობას გიხდით პირადად თქვენ წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის ქომაგობისა და განმტკიცებისთვის, – წერს საქართველოს მთავრობის მეთაური.

ამასთან, გიორგი გახარიას მილოცვის წერილი მიიღო შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმაც. პრემიერი კამალა ჰარისს თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს. თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ ამერიკის ისტორიაში პირველი ქალი ვიცეპრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია, – წერს გიორგი გახარია.

დატოვე კომენტარი