ფაშისტური პერიოდის იტალია რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაცოცხლდება. „მილიონერი ნაპოლი“– ასე ჰქვია ედუარდო დე ფილიპოს პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს, რომელიც ნეაპოლური ოჯახის ტრაგიკომიკურ ისტორიაზე გვიყვება – რა გავლენას ახდენს ომი ურთიერთობებზე და რა მნიშვნელობა აქვს მძიმე დროში სიყვარულსა და თანაგრძნობას?
რეჟისორი მაყურებელს ადამიანურ ისტორიებზე აგებულ სპექტაკლს უანონსებს. პრემიერა რუსთაველის თეატრში 6 ივნისს გაიმართება.