მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო იხსნება

საქართველოს პრემიერი იტალიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალური გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
პრემიერი ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინაუგურაციისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება.
ირაკლი კობახიძე მილანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელსაც ანა ბროლაძე ესაუბრა და მოამბის ეთერში გვიერთდება.