მილანში ეუთო-ს მინისტერიალი გაიხსნა

მილანში ეუთო-ს მინისტერიალი გაიხსნა. ორი დღის განმავლობაში მსჯელობა საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხება.

საქართველოს დავით ზალკალიანი წარმოადგენს, რომელიც ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

პირველ სესიაზე საქართველოსა და უკრაინაზე განცხადებები ეუთო-ს თავმჯდომარემ და გენერალურმა მდივანმა გააკეთეს.

მონაწილეებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ მიმართა.

მილანში მიმდინარე საგარეო საქმეთა მინისტერიალს გურამ როგავა აშუქებს.