მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ბრალს აცნობენ

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ბრალს ამ წუთებში აცნობენ. 31 წლის ლევან ზურაბაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ადვოკატების ინფორმაციით, უკვე ცნობილია ექსპერტიზის დასკვნაც, რაც ადასტურებს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს ყუმბარის ფორმის სანთებელა ჰქონდა და ეს ნივთი საფრთხეს არავისთვის წარმოადგენდა. თეონა ხუბულავა იმყოფება დროებითი მოთავსების იზოლატორთან.