მიკროსაფინანსო ინდუსტრიის 27-ე საერთაშორისო კონფერენცია

ასეულობით დელეგატი 35-ზე მეტი ქვეყნიდან — თბილისმა მიკროსაფინანსო ინდუსტრიის საერთაშორისო, ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა. მასშტაბური ფორუმის მთავარი თემა, რომელსაც ფინანსური სექტორის მარეგურებელი, საინვესტიციო ფონდების და სექტორში მომუშავე ნოვატორი კომპანიების წარმომდგენლები ესწრებოდნენ, ფინანსებზე წვდომის გამარტივება იყო. საქართველოს ეროვნულ ბაკთან ერთად, სექტორში მომუშავე ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ის ხელშემწყობი მექანიზმები განიხილეს, რაც დაბალშემოსავლიან კლიენტს ბიზნეს საქმიანობას გაუადვილებს. მსოფლიოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ მთავარი აქცენტი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე გაკეთდა.