მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი ახალი პირობებით განახლდება

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი დღეიდან ახალი პირობებით განახლდება.

პროექტის პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებისთვის „აწარმოე საქართველოში” დირექტორმა გამართა. ახალი პირობების მიხედვით, 2018 წელს, სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშესაწყობად დაფინანსება 15 000 ლარის ნაცვლად 20 000 ლარს შეადგენს.

როგორც მიხეილ ხიდურელმა აღნიშნა, პროექტის პრიორიტეტი რეგიონების მხარდაჭერაა, ამიტომ ის საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება. გარდა ამისა, პროექტში ჩართვა იმ მეწარმესაც შეუძლია, რომელმაც დაფინანსება ერთხელ უკვე მიიღო.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, 2015-2017 წლის მონაცემებით დაფინანსება მიიღო 8400-ზე მეტმა ბენეფიციარმა, მათ შორის ლიდერობს საოჯახო ტიპის სასტუმროების დაფინანსება, ასევე კვების ობიექტები და მეფუტკრეობა. ახალ პროექტებზე განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყება.

დატოვე კომენტარი