მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა ამომრჩეველთან

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილი მის სამაჟორიტარო ოლქში მდებარე კომპანია „ნიკორას“ საწარმოში იმყოფებოდა. კანდიდატი საწარმოო პროცესს გაეცნო და კომპანიის თანამშრომლებთან ქვეყანაში შექმნილ ეპიდ-ვითარებაზე და პანდემიის გამო შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.