მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი დონალდ ტრამპს
პრემიერის შემდეგ ამჯერად დონალდ ტრამპს ღია წერილით პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს. რეგიონის სხვა ქვეყნებთან ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დამყარებული მჭიდრო ურთიერთობებიდან გამომდინარე, მიხეილ ყაველაშვილი უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოსადმი ოფიციალური ვაშინგტონის უყურადღებობის გამო და ინტერესდება, თუ რატომ არ დგამს თეთრი სახლი კონკრეტულ ნაბიჯებს თბილისთან ურთიერთობების განსაახლებლად? ორი ქვეყნის ხელმძღვანელობის ღირებულებითი თანხვედრის გათვალისწინებით – მიხეილ ყაველაშვილი სვამს კითხვას, რატომ აქტიურობს საქართველოში „დიიფ სთეითი“ და არა შტატების მოქმედი ადმინისტრაცია? წერილის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტი გამოხატავს სრულ მზადყოფნას ორი ქვეყნის ურთიერთობების გადატვირთვაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.
ღია წერილის შინაარსსა და პოლიტიკურ შეფასებებს დეტალურად სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს.