დღეს ზამთრის 25-ე ოლიმპიადა იხსნება. მილანში ვიზიტით იმყოფება საქართველოს პრეზიდენტიც. გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა მიხეილ ყაველაშვილი. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე გაკეთდა. ქართული დელეგაცია დაესწრო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მასპინძლობით გამართულ მიღებას. ღონისძიებაზე მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შეხვდნენ. საქართველოს პრეზიდენტი, უცხო სახელმწიფოების მეთაურების პატივსაცემად იტალიის პრეზიდენტის, სახელით გამართულ ვახშამზეც იმყოფებოდა.