მიხეილ თუმანიშვილის იუბილე

21:53, 06.02.2026

მიხეილ თუმანიშვილის დაბადებიდან 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისივე სახელობის კინომსახიობთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში თუმანიშვილის პიესების თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა. ეს არის ორ ტომად გამოცემული წიგნი, რომელიც აუდიტორიას მთარგმნელმა, ცნობილმა მწერალმა მანანა ანთაძემ თავად წარუდგინა. გამოცემა მის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. წიგნი კინომსახიობთა თეატრისა და თეატრის და კინოს უნივერსიტეტის თანამშრომლობით გამოიცა. დღესვე მანანა ანთაძე მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ილია ჭავჭავაძის ოქროს ორდენით დააჯილდოვა.

მსგავსი