მიხეილ თუმანიშვილის 100 წლის იუბილე

ლეგენდარული ქართველი რეჟისორი, მიხეილ თუმანიშვილი ასი წლის გახდებოდა. თავდაპირველად რეჟისორი რუსთაველის თეატრში მუშაობდა, სადაც არაერთი ცნობილი სპექტაკლი დადგა, შემდეგ კი თეატრალური ინსტიტუტის მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე კინომსახიობთა თეატრი შექმნა, რომელიც დღეს თუმანიშვილის სახელს ატარებს.

იუბილესთან დაკავშირებით, დღეს, 22:10 საათზე, საქართველოს პირველი არხის ოქროს ფონდი წარმოგიდგენთ რეჟისორის უკვდავ სპექტაკლს „ჩვენი პატარა ქალაქი“.

თათია ბუხრაშვილის სიუჟეტი.

დატოვე კომენტარი