მიხეილ სარჯველაძის განცხადება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ პირადობის მოწმობები, რომლებზეც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საუბრობდნენ, დიდი ხნის წინ არის გაცემული და გარდაცვლილ პირებს ეკუთვნით. მისივე განცხადებით, არც ერთი ამ მონაცემის შესაბამისი პირი საარჩევნო სიაში შეყვანილი არ ყოფილა. ეს კი, მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი დასკვნების გასაკეთებლად საკმარისია.