მიხეილ სარჯველაძის განცხადება

15:09, 02.12.2024

გასული დღე-ღამის განმავლობაში აქციებიდან კლინიკებში 37 ადამიანი გადაიყვანეს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ფიქსირდება საკმაოდ მძიმე ტრავმები მძიმე მეტალის სროლის შედეგად. მისივე თქმით, დაშავებულებიდან 24 აქციის მონაწილეა, 12 პოლიციელი. ჯანდაცვის მინისტრმა მედიის დაშავებული წარმომადგენლების შესახებაც ისაუბრა. მისივე განცხადებით, გაუმართლებელია ნებისმიერი ძალადობა.

მსგავსი