მიხეილ სააკაშვილთან თანაგუნდელები შევიდნენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილთან დილიდან მნახველები შედიან. საპატიმროში ამ დრომდე იმყოფება უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო. მანამდე ყოფილი პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ მოინახულა. საუბრის ერთ-ერთი თემა გუშინდელი აქცია და არჩევნების მეორე ტურისთვის მზადება იყო. სააკაშვილის მდგომარეობის გასაგებად საპატიმროში დღესვე შევლენ მისი ადვოკატებიც. ექსპრეზიდენტის მონახულებას გეგმავს მეუფე მელქისედეკ ხაჩიძეც.