მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველი შევიდა

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას დღეს ფსიქიატრი შეაფასებს. სპეციალისტი უკვე იმყოფება მსჯავრდებულთან და კომენტარს გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ გააკეთებს. ყოფილ პრეზიდენტს ხვდებიან მისი პირადი ექიმი და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრები, რომლებიც სამი საათის წინ შევიდნენ მსჯავრდებულთან.