მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა მოინახულა

მიხეილ სააკაშვილი ციხეში პირადმა ექიმმა მოინახულა. ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილი მორალურად თავს კარგად გრძნობს, თუმცა სიარული უჭირს და სისუსტე აქვს. მისივე თქმით, ამჟამად ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის. მიუხედავად ამისა, ექიმი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, საჭირო გახდეს კონსილიუმის უფრო ადრე დანიშვნა, ვიდრე ეს დაგეგმილია. ნიკოლოზ ყიფშიძე ექიმების გადაწყვეტილებას ელოდება.