მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა საპროტესტო მარში გამართეს

კიევის მთავარ მოედანზე ახალ ძალთა მოძრაობის საპროტესტო აქცია გრძელდება.

რამდენიმე საათის წინ, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა, უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით, საპროტესტო მარში მოაწყვეს.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ ეს არის უკრაინელი ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნა და ამ ბრძოლაში ის მათთან ერთად იქნება. უსაფრთხოებას ადგილზე სამართალდამცველები უზრუნველყოფენ.

კიევში ლიკა ალელიშვილი მუშაობს.